Total Pageviews

Friday, January 11, 2013

სტატისტიკა


religions


ვუდუ


ვუდუ— მონოთეისტური რელიგია, წარმოიშვაკარიბის ზღვის კუნძულებზე და წარმოადგენს აფრიკული სპირიტულ-ანიმისტური რელიგიური ტრადიციებისა (ძირ. ბენინიდან) და ევროპული კათოლიციზმის სინთეზს.
ვუდუს სხვადასხვა დამწერლობა ლათინურად მიუთითებს მის წარმომავალობაზე. Voodoo მიუთითებსახალი ორლეანის კრეოლურ ტრადიციაზე, Vodou მიუთითებს ამ ტრადიციის ჰაიტიურ ვარიანტზე, ხოლო Vodoun კი დასავლეთ აფრიკულია. კუბაზე ამ ტრადიციას ჰქვია La Regla Arara.
ვუდუს ფესვები მომდინარეობს დასავლეთ აფრიკის ფონ, ევესა და იორუბას ხალხებიდან, დასავლეთნიგერიიდან აღმოსავლეთ განამდე. ბენინში ვუდუ ეროვნული რელიგიაა, რომელსაც მოსახლეობის 60% მისდევს (დაახ. 4,5 მილიონი ადამიანი). სიტყვა vodún ფონ-ევეს ენაზე სულს ნიშნავს. ვუდუზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ასევე ცენტრალური აფრიკის ტრადიციებმა. კონგოს მაგია, ჩრდ. ჰაიტიზე ცნობილი როგორც ლემბა (თავდაპირველად გავრცელდა ბაკონგოს ტომში), ისევე გავრცელებულია, როგორც დასავლეთ აფრიკული ელემენტები, თუმცა ინფორმაცია მასზე შედარებით უფრო მწირია.
ბოლო დრომდე მიიჩნეოდა რომ ამ უძველესი ტრადიციების შერევა კათოლიციზმთან მხოლოდ ახალ სამყაროში მოხდა. თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი დოკუმენტები იმაზე, რომ ამგვარი სინთეზეკონგოს იმპერიის რელიგიურ პრაქტიკაშიც მოიძებნება.

ჯაინიზმი


ჯაინიზმი (სანსკრ.: जैन - „გამარჯვებული“) — რელიგიურ-ფილოსოფიური სწავლება, წამოსული ინდოეთიდან ძვ. წ. VI საუკუნეში. დამაარსებლად ითვლება ჯინო მაჰავირა. ამჟამად ითვლის დაახლოებით 6 მილიონ მიმდევარს, რომელთაგან 3,5 მილიონი ინდოეთში ცხოვრობს.
ჯაინიზმის, როგორც დჰარმული რელიგიის, საფუძველს წარმოადგენს რწმენა გარდასახვების მიმდევრობაში (დჰარმაჩაკრა), სამსარასგან (მოკშა) გათავისუფლების შესაძლებლობა, მკაცრი ასკეტიზმი, სიცხოცხლის ყველა ფორმის შეუცვლელი ღირებულება (ფასეულობა) მის ნებისმიერ განსახიერებაში, და შედეგად, მათთვის ვნების დაუშვებლობა, ანუ ძალადობის უარყოფა (აჰისიმა).
ჯაინიზმი ქადაგებს, რომ ნებისმიერი არსება (ჯივა, სანსკრ.: जीव) ინდივიდუალურია და მარადიულ სულს წარმოადგენს და დამოუკიდებლად არის პასუხისმგებელი საკუთარი ქმედებებისთვის. შესაბამისად, მკვიდრდება ცხოვრების ისეთი წესი, სადაც სიცოცხლის ყოველ ფორმას უკიდურესი პატივისცემა მიეგება.ღმერთი ჯაინებისთვის გაიგივებულია ისეთ ცნებებთან, როგორიცაა უსასრულო ცოდნა (სანსკრ.: अनन्त ज), უსასრულო შემეცნება (სანსკრ.: अनन्त दर्शन्), უსასრულო გათვითცნობიერება (სანსკრ.: अनन्त चरित्र, ananta caritra?) და უსასრულო ბედნიერება (სანსრკ. अनन्त सुख, ananta sukha?). ამგვარად, ჯაინიზმი არ მოიცავს საკუთარ ფილოსოფიაში ღმერთის, როგორც ყოვლისშემძლე ზეარსების ცნებას, არამედ როგორც უსასრულო სამყაროთქმნილებას, რომელსაც ბუნების კანონები მართავს, რომლებიც, თავის მხრივ, დამოკიდებულია სამყაროს შემადგენელ არსებითობათა (გუნი) ურთიერთქმედებაზე.
ჯაინიზმის კიდევ ერთ განმასხვავებელ ასპექტად ითვლება ანეკანტავადა — სწავლება ობიექტთა და ფენომენთა სხვადასხვა სუბიექტთა მიერ განსხავებული ხედვის არსებობის შესახებ.

იუდაიზმი


იუდაიზმი (ებრ. יהדות – იაჰადუთ) — ებრაელი ერის რელიგია; ისტორიაში აღნუსხული პირველიმონოთეისტური რწმენა და ანტიკური ხანიდან შემორჩენილი ერთ-ერთი რელიგია. იუდაიზმის დოქტრინა და ისტორია მნიშვნელოვანი ნაწილია სხვა მონოთეისტურ, კერძოდ: სამარიულქრისტიანულ დამუსლიმანურ რელიგიათა საფუძვლებისა.უკანასკნელი დაახლოებით 2000 წლის მანძილზე იუდაიზმის პრაქტიკული მიმდევრობა მონოლითური არ ყოფილა: მას არა ჰყოლია ცენტრალური სულიერი მმართველობა; არა ჰქონია შემბოჭავი დოგმა. მიუხედავად ამისა, ყოველ ვარიაციაში იუდაიზმი მჭიდროდ დაკავშირებული დარჩა რამდენიმე რელიგიურ პრინციპთან, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ერთადერთი, ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე, ყოვლად მოწყალე და უხილავი (ტრანსცენდენტული) ღმერთის რწმენა; ღმერთისა, რომელმაც სამყარო შექმნა და რომელიც განაგრძობს მის განგებას. ებრაული აზროვნების მიხედვით სამყაროს შემქმნელმა ღმერთმა უძველესი აღთქმით კავშირი დაამყარა ებრაელ ერთან, როცა მათ თორის სახით მის მიერ დადგენილი კანონები და მცნებები გაუზიარა. ებრაული ღვთისმსახურება ყველაზე დიდ ადგილს უთმობს ამ კანონებისა და მცნებების შესწავლასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში განხორციელებას ისე, როგორცაა ინტერპრეტირებული რელიგიის კანონიკურ წიგნებსა და რაბინულ ლიტერატურაში.

ზოროასტრიზმი


ზოროასტრიზმი (ანუ ცეცხლთაყვანისმცემლობაატროშანიმაზდეანობა) (სპარს. زرتشتی‌گری) — ერთ დროს სასანიდური სპარსეთის ოფიციალური რელიგია, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სპარსეთის აქამენიდთა და პართთა იმპერიებში. რელიგია ასევე ცნობილია, როგორც ზარათუსტრიანიზმი.
ზოროასტრიზმის მიმდევართა გეოგრაფიული არეალი ერთ დროს ანატოლიიდან სპარსეთის ყურემდე იყო გადაჭიმული და მათი რიცხვი მილიონებს შეადგენდა. მისი მიმდევრები დღეს სამხრეთ აზიაში, ირანსა და ამ ხალხთა უცხო ქვეყნების დიასპორაში არც ისე მრავალრიცხოვანია, თუმცა რელიგია დღესაც ცოცხალი და დინამიურია.
რელიგიის დასაბამს წინასწარმეტყველ ზარათუშტრას მიაკუთვნებენ, რომელსაც დასავლეთში იცნობენ მისი სახელის ბერძნული ვერსიით - ზოროასტრით. მისი სახელის ეტიმოლოგია საკამათოა და რამდენიმე განსხვავებული ახსნა არსებობს. თანამედროვე სპარსული ფორმით წინასწარმეტყველის სახელი არის ზართოშთი (زرتشت).
ზოროასტრს მიზნად დაუსახავს რეფორმა ძველი ინდო-ირანული რელიგიური პრაქტიკისა, რომელიც ძველი ინდოეთის ვედური რელიგიის პარალელურად ვითარდებოდა.
ისტორიკოსთა თანახმად ზოროასტრი სპარსეთში, თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე, ცხოვრობდა, თუმცა მისი ცხოვრების წლები ზუსტად ცნობილი არ არის. ზოგიერთი ცნობით ის ძვ. წ. XVIII და VI საუკუნეებს შორის მოღვაწეობდა, თუმცა პლატონიმას ძვ. წ. 64-ე საუკუნეს მიაკუთვნებს. ზოროასტრის დაწერილი უნდა იყოს გათას პოემების კრებული, რომელიც მის მიმდევართა მიერ ზეპირსიტყვიერებით შემონახულ იქნა საუკუნეების განმავლობაში, ხოლო პართიელთა და სასანიდთა პერიოდში ავესტა (რომლის მთავარი ნაწილი გათასი იყო) ხელნაწერებში იქნა გადატანილი.
ზოროასტრიზმი მონოთეისტურ რელიგიას შეიძლება მიეკუთვნოს, თუმცა მას დუალისტური ბუნება აქვს, ექვსი არსების სერიით (ფუნქციითა და სტატუსით ანგელოზთა მსგავსად), რომლებიც აჰურა მაზდას (უზენაესი არსება) თანმხლები არიან და ქმნიან კეთილისმყოფელ შვიდეულს და მეორე ბოროტი და დესტრუქციული შვიდეულით. სწორედ ეს დაუსრულებელი კონფლიქტი ბოროტსა და კეთილს შორის განასხვავებს ზოროასტრიზმს სხვა მონოთეისტური მოძღვრებებისგან, რომელთაც მხოლოდ ერთი უზენაესი ძალა გააჩნიათ.
ზოროასტრული ტაძარი

ქრისტიანობა



ქრისტიანობის წარმოშობა

    ქრისტიანობა წარმოიშვა იუდაიზმის წიაღში ახ.წ. 1-ელ საუკუნეში რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში - პალესტინაში. ახალი მოძღვრება ბერძნული და ლათინური ენების წყალობით იოლად ვრცელდებოდა უზარმაზარ რომის იმპერიაში. გადმოცემის თანახმად, თომა ქადაგებდა ინდოეთში და სპარსეთში, ანდრია – კავკასიასა და ბალკანეთში, მარკოზი – ეგვიპტეში. ქრისტიანული გადმოცემის თანახმად პირველ ქრისტიანეთა ხვედრი მძიმე იყო, მათ დევნიდნენ, დასცინოდნენ, სხვადასხვა ბრალდებებს უყენებდნენ. პეტრე და პავლე 64 წელს აწამეს რომში, მოციქულთაგან უკანასკნელი გარდაიცვალა იოანე. მოციქულები შეცვალეს ეკლესიის მამებმა. ქრისტიანული გადმოცემების თანახმად მათაც დევნიდნენ, აწამებდნენ, კლავდნენ. ქრისტიანობას მალე გამოუჩნდნენ დამცველები თვით რომის იმპერიაში. იმპერატორმა კონსტანტინემ ცნობილი "სასწაულის" შემდეგ იწამა და ნება დართო ღვთისმსახურებისა. ასე თანდათან იკვალავდა გზას ახალი ჰუმანური მოძღვრება.

ქრისტიანული სწავლება

   ქრისტიანული სწავლება მოიცავს სწავლებას ღმერთის, იესო ქრისტეს, სულიწმინდის, სულის ცხონების, ეკლესიის არსის და სამყაროს აღსასრულის შესახებ და გარკვეულწილად ეფუძნება ძველი აღთქმის ათ მცნებას:
1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.
2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.
4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.
5. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.
6. არა კაც-ჰკლა.
7. არ იმრუშო.
8. არ იპარო.
9. არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.
10. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.

ქრისტიანული სამყაროს გაყოფა

     რომის პაპები მიისწრაფვოდნენ აღმოსავლეთ ქრისტიანული ეკლესიის დაქვემდებარებისკენ და აღვივებდნენ პაექრობას კონსტანტინოპოლის პატრიარქებთან საღვთისმეყველო საკითხების ირგვლივ. 1054 წელს, რომის პაპმა კონსტანტინოპოლში გააგზავნა თავისი ელჩები - ლეგატები. ლეგატებმა წმინდა სოფიას ტაძრის საკურთხეველზე დადეს ბერძნული ეკლესიის წყევლა-კრულვის შემცველი სიგელი. ბერძნულმა სამღვდელოებამ დაწვა წერილი და თავის მხრივ წყევლა-კრულვა შეუთვალა რომის პაპს. ამის გამო, 1054 წელს, დასავლური და აღმოსავლური ქრისტიანული ეკლესია საბოლოოდ გაიყო. აღმოსავლურ ეკლესიას მართლმადიდებლური ეწოდა, ხოლო დასავლურს - კათოლიკური.
    კათოლიკური ეკლესია ამჟმადაც ცენტრალიზებულია და ექვემდებარება რომის პაპს, ხოლო მართლმადიდებლური - დეცენტრალიზებული ავტოკეფალიურ ეკლესიებად. კათოლიკურ ეკლესიაში მღვდელმსახურება მხოლოდ ლათინურ ენაზე სრულდებოდა 1960-იანი წლების რეფორმებამდე (ვატიკანის II კრება) , მართლმადიდებლურ ეკლესიებში კი - ეროვნულ ენებზე

ქრისტიანობა საქართველოში
    საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეიქმნა ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისთანავე - დაახლოებით 326 წელს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იერარქიულად საბერძნეთის ეკლესიას ექვემდებარებოდა. V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა მცხეთის საეპისკოპოსო შეცვალა ქართლის საკათალიკოსოთი და კათალიკოსი ანტიოქიის პატრიარქისგან დამოუკიდებელი გახადა. ამგვარად, ვახტანგ გორგასალმა ქართლის ეკლესიას ავტოკეფალია მოუპოვა. დაახლოებით IX - X საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს ეკლესია - აფხაზეთის საკათალიკოსო გამოვიდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის დაქვემდებარებიდან და ქართლის საკათალიკოსოს დაექვემდებარა.
   XI საუკუნიდან საქართველოს მართლმდიდებელი ეკლესიის უმაღლესი მესაჭე კათალიკოს-პატრიარქის ატარებდა და რიგით მეექვსე იყო მსოფლიო პატრიარქთა შორის. 1054 წლის საეკლესიო განხეთქილების შემდეგ კი მართლმადიდებლურ სამყაროში დარჩენილმა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მეხუთე ადგილზე გადმოინაცვლა ალექსანდრიის, ანტიოქიის, კონსტანტინეპოლისა და იერუსალიმის პატრიარქებს შორის.
   ივანე ჯავახიშვილის აზრით, ქრისტიანობის ისტორია საქართველოში III საუკუნის დამდეგიდან იწყება, ხოლო ოფიციალურ თარიღად ცნობილი 326 წელი სარწმუნოების ოფიციალურად გამოცხადებას ეხება, რაც ყველა ქვეყანაში უფრო გვიან ხდებოდა. ქრისტიანობის გავრცელებას საქართველოში მოციქულ ანდრიას და სიმონ კაკანელს მიაწერენ.