Total Pageviews

Friday, January 11, 2013

რელიგია

რელიგია — იდეათა და ქმედებათა სისტემა, რომელიც დაფუძნებულია რწმენაზე, რომ არსებობენ ზებუნებრივი ძალები, რომლებიც ზემოქმედებენ სამყაროზე და ადამიანის ცხოვრებაზე. ეტიმოლოგიურად რელიგიის ყველაზე ცნობილი განსაზღვრებაა „ხელახლა დაკავშირება“, თუმცა სხვები ვარაუდობენ, რომ იგი ნიშნავს „(სამყაროს) განმეორებით წაკითხვას“. ეს იდეა ღირებულიაქრისტიანობისათვის, მაგრამ არა რომაული წარმართობისათვის, რომლისგანაც მომდინარეობს ეს სიტყვა. მათთვის „რელიგია“ არისღმერთთან ვისიმე ხელახლა დაკავშირების იარაღი.



რელიგიამდელი ეპოქა 

ეს არის პერიოდი ადამიანის გაჩენიდან პირველი რელიგიური წარმოდგენების შექმნამდე. ადამიანის გამოჩენას მეცნიერება ვარაუდობს 2,5 მლნ წლის წინ. პირველი მითოლოგიური და რელიგიური წარმოდგენები, პრიმიტიული სახით, სავარაუდოდ 35-40 ათასი წლის წარმოიშვა. ეს დამტკიცებულია არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ისტორიული ენათმეცნიერების მონაცემებით. სოციოლოგთა აზრით, ეს იყო დრო, როდესაც არავითარი საზოგადოებრივი შეგნება, კულტურა, გაერთიანება არ არსებობდა. რელიგია თითქოს უეცრად შეიქმნა და იყო გიგანტური ნაბიჯი ადამიანთა საზოგადოების ისტორიაში. არქეოლოგიური მასალებით მტკიცდება, რომ ადამიანმა ბუნების ძალებთან ბრძოლაში, ცეცხლის გაჩენის, მოვლის, შენახვის და სხვა მონაპოვრის შედეგად შექმნა თავისი სახე, საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმები, ზნეობრივი კანონ-წესები, და ამ პროცესში ხდებოდა რელიგიის ჩამოყალიბება.

რელიგიის წარმოშობა

რელიგიის წარმოშობას წინ უსწრებდა რელიგიამდელი ხანგრძლივი პროცესი განვითარებისა, ქვის ხანის ეპოქიდან. უძველესი ფორმა რელიგიისა იყო მაგია - ჯადოქრული გზით ბუნებაზე ზემოქმედების რწმენა, რასაც პირველყოფილი ადამიანი საკულტო ცერემონიებით და შელოცვებით გამოხატავდა მისთვის სასურველი მიზნების მისაღწევად. პირველი ჩანასახი რელიგიისა გამოიხატებოდა რეალურად არსებულ საგანთა განდიდებაში, თითქოს მათ ჰქონდათ ზებუნებრივი ძალა: ქვას, ნიჟარას, თმას. ეს იყო ფეტიშის რწმენა. შემდეგ მთავარია მაგიის, ტოტემის რწმენა. ტომი გააღმერთებდა რომელიმე მისთვის მნიშვნელოვან ცხოველს. მესამე ობიექტი თაყვანისცემისა იყო სული, წინაპართა სულების რწმენა. ბოლოს. უკვე კლასობრივი საზოგადოების შექმნის შემდეგ, თანდათან შეიქმნა რწმენა ღმერთებისა, მითები, რომელშიც ადამიანებთან მოქმედებდნენ ღმერთები და ქალღმერთები, დემონები და ქაჯები, ჭინკები და ფერიები. ამგვარად, უმარტივესი წარმოდგენები მკვდარ საგნებზე თანდათანობით იქცა სრულყოფილ კოსმოგონიურ სისტემად. რელიგიის განვითარების ისტორიული ფორმებია: ტომობრივი, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და მსოფლიო რელიგიები. ძველი რელიგიური წარმოდგენების დამახასიათებელი ნიშნებია:ანთროპომორფიზმიანიმიზმი და მაგია.



მსოფლიოს რელიგიები


მსოფლიოში ორასზე მეტი რელიგიაა ცნობილი. მათ შორის მრავალი რამ საერთოა, მრავალი - განსხვავებული. რელიგიები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სიძველით, ტრადიციებით, შინაარსით, ფილოსოფიური სიღრმით. უდიდესი, დახვეწილი რელიგიების - ქრისტიანობის, იუდაიზმის, ისლამის, ბუდიზმის, ინდუიზმის გვერდით არსებობენ ჩამორჩენილ ტომთა პრიმიტიული რელიგიური წარმოდგენები, კერპთა თაყვანისცემა, უმარტივესი რიტუალები.

No comments:

Post a Comment